იაპონიამ რეცესია განიცადა და მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა

იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა, - ინფორმაციას Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო.

იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება.

ამასთან, რაც შეეხება გერმანიას, ბაზრის პრობლემებთან ბრძოლა მასაც უწევს. 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ, ერთ პროცენტიანზე დაბალ ზრდას ვარაუდობენ.