ბერლინში, ხილისა და ბოსტნეულის მსოფლიოს უდიდეს გამოფენაზე - Fruit Logistica 2024, ესპანელმა ფერმერებმა ინოვაციური ბოსტნეული წარადგინეს. პროდუქტი სახელად Zucchiolo, რომელიც ერთი შეხედვით ყაბაყია, მაგრამ კიტრის შიგთავსი აქვს, კომპანია Unica Fresh-მა გამოიყვანა, ამისთვის კი შესაბამისი ჯილდოც მიიღო.
როგორც AgroTimes-ი გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, პროდუქტი არ არის ყაბაყის ახალი ჯიში, ეს არის ევროპულ ბაზარზე სრულიად ახალი კატეგორია.
როგორც ცნობილია, ეს პროდუქტი შეიძლება მიირთვათ უმად, როგორც კიტრი ან სალათაში, ასევე, მოხარშულ მდგომარეობაში, როგორც ყაბაყი ან ბადრიჯანი.
მწარმოებლების განმარტებით, პროდუქტი მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე ანტიოქსიდანტებით.
ამ ეტაპზე Zucchiolo 3 ფერშია წარმოდგენილი, რომელსაც სხვადასხვა არომატი და ტექსტურა აქვს.