მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

პირველად 2008 წლის შემდეგ, BrandZ-ის ასეულში ვერცერთი რუსული ბრენდი ვერ მოხვდა.

მსოფლიო ბრენდებს შორის 2015 წლის ყველაზე ძვირად ღირებული Apple-ია. ამერიკული მულტინაციონალური კომპანია 246 992 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, მისი ღირებულება 67 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, მან 2014 წლის ლიდერს, Google-ს გაუსწრო. ამგვარად წელს Google-მა ერთი პოზიციით უკან დაიხია და მეორე ადგილი დაიკავა. იგი 2015 წლის მონაცემებით, 173 652 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მესამე ადგილს კი 115 500 მილიარდი დოლარით კომპიუტერული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კომპანია Microsoft-ი იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული 100 ბრენდის რეიტინგს მარკეტინგული კომპანიები WPP და Millward Brown აქვეყნებს. BrandZ™ Top 100-ის ათეულში ასევე მოხვდნენ McDonald’s-ი, Coca Cola და Marlboro-ც. რაც შეეხება სოციალურ ქსელ Facebook-ს, იგი მე-12 პოზიციაზეა და 71 121 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 2015 წელს BrandZ-ის რეიტინგში შესული ასი კომპანიის საერთო ღირებულება 3,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. პირველად 2008 წლის შემდეგ, BrandZ-ის ასეულში ვერცერთი რუსული ბრენდი ვერ მოხვდა.