ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 2021 წლის შემდეგ პირველად, ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

კრიპტო სამყარო აღმასვლას განაგრძობს - ბიტკოინის ფასმა დღეს 52 500 დოლარს მიაღწია, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ბოლო ერთ კვირაში, ბიტკოინის ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. ბიტკოინის გარდა, ასევე გაიზარდა ეთერიუმის ღირებულებაც. მისმა ფასმა 2825.50 დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების ამგვარი გაძვირება იმ საბაზრო ტენდენციასთანაა კავშირში, რომელიც მაერიკულ საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. საფონდო ბირჟის გავლენა კრიპტო სამყაროზე კი იმით აიხსნება, რომ ბიტკოინი ETF-ზე სულ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ Dow Jones-ისა და Nasdaq-ის ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალის ბაზარზე ძალიან მაღალი აქტიურობაა, ხოლო ინვესტორთა ინტერესი გაზრდილია კრიპტოვალუტების მიმართ.

ამის გარდა, ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი 2024 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს, რომ გადაერთოს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე. საფონდო ბირჟებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ამ დროისათვის უკვე მიიჩნევს, რომ Bull Run უკვე დაიწყო, ბიტკოინი კი 100 000-დოლარიან ნიშნულს გადასცდება, ხოლო კრიპტო ენთუზიასტთა მეორე ნაწილის აზრით, ღირებულება განზრახ არის აწეული, რათა მოვაჭრეებს აფიქრებინონ, რომ ფასი მაღლა მიდის, შემდგომ კი კრიპტოვალუტის ფასს კრიპტო „ვეილები“ დააგდებენ.

ბაჩანა ტყემალაძე