ბათუმში 2024-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 78% უკვე გაყიდულია

ბათუმში 2024-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 78% უკვე გაყიდულია. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„2024 წლის იანვარში ჩავატარეთ 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, შერჩეული დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 2.8%-ით შემცირდა 2023 წელს. ეს მცირედი კლება შეიძლება აიხსნას რამდენიმე მიზეზით. კერძოდ:

1) რეკორდულად მაღალი გაყიდვების რაოდენობით 2022 წელს;

2) მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში, რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია;

3) უძრავი ქონების დეველოპმენტის აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით, რადგან თანდათან მზარდია პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს),“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი