საწვავზე ფასების მატება გრძელდება

საწვავზე ფასების მატების ტრენდი გრძელდება. ბოლო პერიოდში ფასებმა სხვადასხვა პროდუქტზე 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა.

როგორც ”ლუკოილის” დირექტორი შავლეგ მიშველაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საწვავზე ფასების მატების ტენდენცია გრძელდება: ”ჩვენს ქსელში ფასები დღეს შევცვალეთ და ყველა ტიპის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით გავზარდეთ. ფასების მატების ტენდენცია ისევ გრძელდება, რაც ჩვენი ბიზნესისთვის სულაც არ წარმოადგენს სახარბიელო ფაქტორს”, -აღნიშნავს შავლეგ მიშველაძე.

ამჟამად ”ლუკოილში” საწვავზე ფასები ასეთია : Euro Super 2.14 ლარი ღირს, Premium Avantgarde - 2.04 ლარი, Euro Regular - 1.88 ლარი და Euro Diesel - 2.04 ლარი.

27 მაისიდან მოიმატა საწვავზე ფასებმა ”გალფშიც”. კომპანიის წარმომადგენლის, ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, ფასმა ყველა პროდუქტზე 2-დან 4 თეთრამდე მოიმატა: ”გუშინ ყველა პროდუქტზე 2-4 თეთრით მოიმატა ფასებმა ”,-აღნიშნავს ნინო ჯიბლაძე.

”გალფ ჯორჯიაში” ამჟამად G-force Premium- 2.09 ლარი, G-force Euro Regular- 2.02 ლარი, Regular 1.92 ლარი, Euro Diesel - 1.91 ლარი, ხოლო G-force Euro Diesel 2.09 ლარი ღირს.

კომპანია ”რომპეტროლში” მომხმარებელს საწვავის შეძენა შემდეგ ფასად შეუძლია: Efix Super Euro - 2.18 ლარი, Efix Euro Premium - 2.08 ლარი, Euro regular - 1.88 ლარი, Efix Euro Diesel - 2.11 ლარი, Euro Diesel - 1.91 ლარი.

კომპანია ”ფრეგოში” საწვავზე ასეთი ფასებია: Premium - 1.94 ლარი, Euro Regular - 1.81 ლარი, Diesel 1.82 ლარი, ხოლო Euro Diesel - 1.91 ლარი.

”სოკარში” კი მომხმარებელს Super-ის შეძენა 2.14 ლარად, Nano Premium-ის 2.04 ლარად, Euro regular-ის 1.93 ლარად, Nano Regular-ის 1.90 ლარად, Nano Diesel-ის 1.89 ლარად, ხოლო Euro diesel-ის 2.07 ლარად შეუძლია.

“ვისოლში” EKO Super ამჟამად 2.14 ლარი, EKO Premium - 2.09, EKO Regular - 1.96, EKO Diesel - 2.07, EKO Super 100 - 2.30, Euro Regular - 1.93,  ხოლო Diesel Energy - 1.92 ლარი ღირს.