სოფელ ნერგეეთის მეწყერსაშიში ტერიტორიიდან 7 ოჯახის გაყვანის რეკომენდაცია გაიცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურმა დეპარტამენტმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთიდან 7 ოჯახის გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

როგორც სამინისტროს დასკვნაშია აღნიშნული, აღნიშნული 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები მაღალი რისკის მეწყრულ საშიშ ზონად მიიჩნევა.

„მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი. ამ სახლების გარდა, მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება შემდეგი მოქალაქეების ოჯახები.

1. დარეჯან რობაქიძე (კოორდ: X-320208; Y-4658039);

2. კობა გორგოძე (X-320160; Y-4658011);

3. კოტე რობაქიძე (X-320149; Y-4658002);

4. დათო რობაქიძე (X-320140; Y-4657991);

5. გია სოსელია (X-320147; Y-4657846);

6. მამუკა რობაქიძე (X-320169; Y-4657817);

7. ალექსანდრე რობაქიძე (X-320176; Y-657789).

მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის რეკომენდაციებში.

მერი ტაბატაძე