ოთარ შამუგია - შოვში, გარკვეული საფრთხეებია, რომლის გამოც ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება დასაშვები არ არის - მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, დასკვნის მიხედვით, შოვში, სტიქიის არეალში ინფრასტრუქტურის განვითარება დასაშვები არ არის.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„შოვში, იმ ხეობაში ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამ ეტაპზე, არ არის დაშვებული. დასკვნის მიხედვით, იქ რაიმე სახის ინფრასტრუქტურის განვითარება, არ არის დასაშვები, ეს არის ცალსახა. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება. უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღესდღეობით დასკვნა, რომელიც გვაქვს, ამბობს, რომ იქ გარკვეული მონაკვეთში არის გარკვეული საფრთხეები, რომლის გამოც იქ არანაირი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის დასაშვები“,- განაცხადა შამუგიამ.