გორის მერიის ინფორმაციით, მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუმლაანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი მუმლაანთკარის გადასახვევიდან (სოფელ ახალუბნიდან) სოფლის ცენტრამდე.

„პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.

უსაფრთხოების მიზნით გზის გარკვეულ მონაკვეთზე იგეგმება რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობაც.

სოფელში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელსაც რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის განახლებითი სამუშაოები არ ჩასტარებია, მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.