რომელია ყველაზე სწრაფი მატარებელი მსოფლიოში - 2024 წლის Top-10

ჩინეთის Shanghai Maglev, რომელიც 460 კმ.სთ სიჩქარეს ავითარებს, მიმდინარე წლისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მატარებლად დასახელდა. რეიტინგს პლატფორმა, Adda24/7 აქვეყნებს.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებლის სტატუსი მის უახლეს ტექნოლოგიებსა და სწრაფ ტრანზიტს მოიცავს. მაგალითად, ჩინურ Shanghai Maglev-ს მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიის საოცრებას უწოდებენ. მისი ელექტრომაგნიტები მატარებელს მოქნილი სრიალისა და ხახუნის შეზღუდვასთან დაპირისპირების საშუალებას აძლევს, რითიც მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტის უახლეს სტანდარტებს აწესებს.

მეორე ადგილზე, ასევე, ჩინური სუპერჩქაროსნული მატარებლები, CR Harmony და CR Fuxing სახელდება, რომლებიც საათში 350 კილომეტრს ავითარებენ.

ესპანური Siemens Velaro E/AVs103 საათში 400 კილომეტრს ავითარებს და მსოფლიოში მესამე ყველაზე სწრაფი მატარებლის ტიტულს იკავებს. თავისი ინოვაციური ტექნოლოგიითა და გამარტივებული დიზაინით ის შეუდარებელ სიჩქარეს, კომფორტსა და ეფექტურობას აერთიანებს.

მეოთხე ადგილზე ფრანგული TGV POS-ია, რომლის სიჩქარეც 357 კმ.სთ-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში ესპანური და ფრანგულის გარდა, კიდევ ორი ევროპული სპიდსტერი, ანუ სუპერჩქაროსნული მატარებელი შედის. ეს არის მე-8 ადგილზე გასული იტალიური Frecciarossa (394 კმ.სთ) და მე-10 პოზიციაზე მყოფი გერმანული Deutsche Bahn ICE (330 კმ.სთ)

პორტალის შეფეასებით, ეს მატარებლები თანამედროვე ტრანსპორტის მწვერვალს განასახიერებენ.

2024 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებლების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Shanghai Maglev (ჩინეთი) – 460 კმ.სთ
  • CR Harmony (ჩინეთი) და CR Fuxing (ჩინეთი) – 350 კმ.სთ
  • Siemens Velaro E/AVs103 (ესპანეთი) 400 კმ.სთ
  • TGV POS (საფრანგეთი) - 357 კმ.სთ
  • CRH380A Hexie (ჩინეთი) – 302 კმ.სთ
  • Hemu-430X (ჩინეთი) – 422 კმ.სთ
  • Fuxing Hao CR400AF/BF (ჩინეთი) – 400 კმ.სთ
  • Frecciarossa (იტალია) 394 კმ.სთ
  • Shinkansen H5 & E5 (იაპონია) 360 კმ.სთ
  • Deutsche Bahn ICE (გერმანია) და Korail KTX (სამხრეთ კორეა) – 330 კმ.სთ

მოამზადა ლადო სულაბერიძემ