ამერიკის უმდიდრესი დინასტიები - მათი მთლიანი ქონება 1,3 ტრილიონი დოლარია

Forbes USA-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ოჯახების ახალი რეიტინგი წარადგინა. სიაში ბევრი ცნობილი ოჯახია, თუმცა მათ შორის კენედები და გეტისები ვერ მოხვდნენ.

თავდაპირველად ამერიკის უმდიდრესი ოჯახების რეიტინგი Forbes-მა 1918 წელს თავად ჟურნალის დამუძნებლის ჩარლს ფორბსის ინიციატივით შეადგინა. მაშინ პირველ ადგილზე პირველი ამერიკელი მილიარდერი, ნავთობის ბარონი ჯონ როკფელერი მოხვდა. იმ დროს მისი ქონება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღეს დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს უდრის. როკფელერმა 11 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა, დანარჩენი კი მემკვიდრეებს დაუტოვა.

200-ზე მეტი მემკვიდრე, მთლიანობაში დაახლოებით 10,3 მილიარდ დოლარს ფლობს. ისინი აგრძელებენ ოჯახურ ტრადიციას როკფელერის ფონდის მეშვეობით საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერით, რომელიც შეფასებულია 5,3 მილიარდ დოლარად. ეს ქონება საკმარისია იმისთვის, რომ Forbes USA-ს მიხედვით აშშ-ის უმდიდრესი ოჯახების რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავოს.

მილიარდერების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ Forbes USA-მა გადაწყვიტა „უმდიდრეს მილიარდერთა კლუბში“ შესვლის ზღვარი გაეზარდა. წარმოგიდგენთ ოჯახებს, რომლებიც 10 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობენ. რეიტინგში შედის 45 დინასტია - მათი მთლიანი ქონება 1,3 ტრილიონი დოლარია.

პირველ ადგილს ნიუ-იორკი იკავებს, სადაც ცხოვრობენ ცნობილი მეწარმის ესტე ლაუდერის (გარდაიცვალა 2004 წელს) და გამომცემლობის ლეგენდის უილიამ რენდოლფ ჰერსტის (გარდაიცვალა 1951 წელს), ასევე როკფელერების დინასტიის შვიდი წარმომადგენელი.

მეორე და მესამე ადგილებს იკავებს ჩიკაგო (ოთხი დინასტიით) და ატლანტა (სამი დინასტიით).

სიაში კვლავ მოხვდნენ მე-19 საუკუნის ისტორიული დინასტიები, როგორიცაა: კარგილები, დუ პონტები და მელონები.

Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის მემკვიდრეები კვლავ რჩებიან შეერთებული შტატების უმდიდრეს ოჯახად, 267 მილიარდი დოლარის ქონებით.

რეიტინგში ადგილი დაიკავა მარსის ოჯახმა ჯამური სიმდიდრით 117 მილიარდი დოლარი.

ამათ გარდა, სიაში მოხვდა 23 მილიარდი დოლარით, Chick-Fil-A-ს დამფუძნებლის, სამუელ ტრუიტ კეტის ოჯახი და Enterprise Rent-A-Car-ის დამფუძნებლის ჯეკ ტეილორის შთამომავლობა.

რეიტინგი გამოიყურება ასე:

  • უოლტონების ოჯახი – 247 მილიარდი დოლარი
  • კოხების ოჯახი – 100 მილიარდი დოლარი
  • მარსის ოჯახი – 94 მილიარდი დოლარი
  • კარგილ-მაკმილანის ოჯახი– 47 მილიარდი დოლარი
  • ლაუდერის ოჯახი - 40 მილიარდი დოლარი
  • ჯონსონის ოჯახი - 37 მილიარდი დოლარი
  • (ედვარდ) ჯონსონის ოჯახი – 36 მილიარდი დოლარი
  • კოქსის ოჯახი – 34,5 მილიარდი დოლარი
  • პრიცკერების ოჯახი – 32,5 მილიარდი დოლარი
  • ნიუჰაუსის ოჯახი – 18,5 მილიარდი დოლარი

წყარო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი