იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.8%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით შემცირდა. კერძოდ, იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 1,341 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი 26.2%-ით შემცირდა და 338.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის წილი საქონლით საგარეო ვაჭრობაში 10.1%-ით არის შემცირებული და 1,003 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, იმავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

მერი ტაბატაძე