რის ხარჯზე გაიზარდა 11 361%-ით ქართული პროდუქციის ექსპორტი რუმინეთში?

2024 წლის იანვარში საქართველოდან რუმინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11 361%-ით არის გაზრდილი.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი რუმინეთში 34.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 3 923 500 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, ზრდა ძირითადად გამოწვეულია საქართველოდან რუმინეთში სასუქების (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი) ექსპორტით. გასულ თვეში რუმინეთში 3 877 520 აშშ დოლარის სასუქის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტი რუმინეთში საერთოდ არ განხორციელებულა.

გთავაზობთ ადგილობრივ პროდუქტებს, რომელიც საქართველოდან რუმინეთში გავიდა ექსპორტზე 2024 წლის იანვარში:

  • ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 34.54 ათასი აშშ დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3 877 520 აშშ დოლარი;
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 520 აშშ დოლარი;
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 10.93 ათასი აშშ დოლარი.
თაია არდოტელი