თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს „ფილტვებად“ წოდებულ ხუდადოვის რეკრეაციულ ზონასთან, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი „დევარტ გრინ გარდენსი“ ხორციელდება.
პროექტის ინვესტიცია 27 500 000 ლარია. კომპლექსი გააერთიანებს საცხოვრებელ ბლოკებს, საკუთარ შიდა 8 000 კვ.მ ფართობის ეზოს, კვების ობიექტებს, საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ობიექტებს და სხვა. ამასთან, კომპლექსი 24 საათის განმავლობაში იქნება დაცული.
„დევარტ გრინ გარდენსი“ იქნება ყველა ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ეკოსისტემა, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს.
კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის გრიგოლ გრიგალაშვილის განმარტებით, თბილისის სწრაფი ურბანული განვითარებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში მოთხოვნა გაიზარდა მწვანე ნარგავებისა და სკვერების სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებზე.
„უძრავი ქონების შეძენისას მომხმარებლების უმეტესობის მოთხოვნას წარმოადგენს დამატებითი სერვისებისა და პირობების არსებობა, რაც მისი დროის დაზოგვასა და მშვიდად და კომფორტულად ცხოვრებას უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია სამშენებლო მასალების ხარისხი და მათი ენერგოეფექტურობა. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს ყველა იმ სერვისს, რაც თანამედროვე ადამიანს აქტიურად, ჰარმონიულად და კომფორტულად ცხოვრებაში დაეხმარება, დამატებითი რესურსების დახარჯვის გარეშე. ტერიტორია აერთიანებს საცურაო აუზს, სავარჯიშო და შეხვედრების სივრცეებს, მარკეტს, აფთიაქს, კვების ობიექტსა და სხვა“, - განმარტა გრიგოლ გრიგალაშვილმა.
მისივე თქმით, „დევარტ გრინ გარდენსისთვის“ მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა, შესაბამისად, ტერიტორიაზე დამატებით 100 ძირი ხეც დაირგვება.
„დღეს მთავარი გამოწვევა სწორედ ეკოლოგიაა, მთავარი ტენდენცია კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება გახლავთ. კომპანიის სამომავლო გეგმებიც სწორედ ჩვენი მობინადრეებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას უკავშირდება, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების საშუალებას მისცემთ“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად კი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:
· https://www.facebook.com/devart.ge
(R)