ანე ფრანკი - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ დღეიდან  წიგნის მაღაზიებში სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი

19 თე­ბერ­ვლი­დან ანე ფრან­კი - „უკა­ნა სახ­ლი, დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით“ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუს­სა“ და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­შია ხელმისაწვდომი. მკი­თხვე­ლებს, რო­მელ­თაც 15 იან­ვრი­დან ახა­ლი გა­მო­ცე­მის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით არ უსარ­გებ­ლი­ათ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­სურ­ველ მისამართზე შე­ი­ძი­ნონ ის.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ლარს შეადგენს, აქციის შემ­დეგ კი მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სტან­დარ­ტუ­ლად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

„უკა­ნა სახ­ლი, დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით“ გა­მო­ცე­მუ­ლია პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. ის სე­რი­ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მაა და გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად 30 000-მა მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია.

ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა პირ­და­პირ ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან არის თარ­გმნი­ლი და ავ­ტო­რის დღი­უ­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ვერ­სი­ას წარ­მო­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად არის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირ­ველ­წყა­როს­თან.

(R)