წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო გადაზიდვები თითქმის, 181 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საზღვაო გზით სავაჭრო ბრუნვამ 357,209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ როდესაც, შარშან იგივე საანგარიშო პერიოდში, ეს მაჩვენებელი 537,692 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, საზღვაო გადაზიდვებით იმპორტმა, წელს იანვარში 296,262 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 86,4 მლნ აშშ დოლარით ნაკლების წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემზე. შარშან იანვარში საზღვაო ტრანსპორტით 382,616 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარში საქართველოდან გემებით 60,947 მლნ აშშ დოლარის ტვირთი გაიტანეს, რაც 94,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით 155,075 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა და შემოვიდა საზღვაო ტრანსპორტით.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
აღსანიშნავია, რომ წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო გადაზიდვების შემცირება დიდწილად წითელი ზღვის კრიზისს უკავშირდება. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც იემენელი ჰუსიტები პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, კომერციულ გემებს თავს დრონებით დაესხნენ, ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით გამოსული გემები იძულებულნი არიან, დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზით ჩავიდნენ.