ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამეწყრილ ადგილზე ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მივიდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა, სატრანსპორტო მოძრაობა კი აღდგენილია.

მისივე განცხადებით, ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.