რუსეთ-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები აშშ-ის სანქციების შედეგად იზღუდება

აშშ-ის ახალი სანქციები, თურქეთის იმ ფინანსურ კომპანიებს აზარალებენ, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა გააჩნიათ. ეს ფაქტი შეაფერხებს რუსეთ-თურქეთის ვაჭრობას, ართულებს ორ ქვეყანას შორის გადახდების წარმოებას, ნავთობის იმპორტს და თურქულ ექსპორტს.

გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება პირდაპირი გზით არ ეხებოდა ენერგეტიკის კუთხით შეზღუდვებს, მაგრამ მან თურქეთისთვის მეტად გაართულა გადახდების წარმოება, რაც რუსულ ნედლი ნავთობის შესაძენად იყო საჭირო. ასევე შეფერხებულია რუსული გადახდების წარმოება თურქული ექსპორტის ფართო სპექტრისთვის.

აშშ-ის სანქციები მიზნად ისახავს, რომ შამციროს კრემლის შემოსავლები, რითიც რუსეთს ხელი შეეშლება უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაში. ეს მარტივი საქმე სულაც არ არის, ვინაიდან თეთრი სახლი ცდილობს, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ ისე მოაქციოს, რომ არ შეზღუდოს გლობალურად ნავთობით ვაჭრობის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ნედლ ნავთობზე ფასების საერთაშორისო ზრდა..

ნავთობკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსმა გადახდის პრობლემებმა უკვე შეაფერხა რუსეთის ნავთობის ინდოეთისთვის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ნავთობისა და დიზელის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს წევრი თურქეთისთვის ერთ-ერთ მთავარ მომმარაგებელ სახელმწიფოს წარმოადგენს.

რუსული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე 2-3 კვირაა, რაც თურქეთიდან გადახდები არ მიუღიათ.

„რუსეთისთვის ენერგეტიკული გადახდებისა და ტრანზაქციების წარმოება რთული განსაკუთრებით დეკემბრის ბოლოს გახდა, რაც აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა“, - აცხადებს თურქული წყარო Reuters-თან.

ჯო ბაიდენმა გასული წლის დეკემბერში ის კომპანიები და ფირმები დაასანქცირა, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციების თავის არიდებასა და გვერდის ავლაში.

თავადპირველი მონაცემების მიხედვით, თურქეთის ექსპორტი რუსეთში, იანვრის თვეში 39%-ით შემცირდა და 631 მილონი დოლარი შეადგინა. ხოლო რუსეთიდან იმპორტი იანვარში 20.2%-ით შემცირდა და 4 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა.

ბაჩანა ტყემალაძე