სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ

დღეიდან, სილქნეტის მაღაზიებში (თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14) შესაძლებელია National Geographic-ის ახალი ნომრები სპეციალურ ფასად -7ლარად - შეიძინოს დაინტერესებულმა მკითხველმა.

National Geographic - მსოფლიოს ნომერ პირველი შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალი და მეც­ნი­ე­რე­ბისა და ფო­ტოგ­რა­ფი­ის პლატ­ფორ­მაა. ჟურნალი 35 ქვეყანაში გამოიცემა, საქართველო ამ დიდი სამეცნიერო პლატფორმის წევრია.

ჟურნალის ქართული რედაქცია 2012 წელს სილქნეტის თანადგომით დაფუძნდა და დაარსების დღიდან კომპანიის მხარდაჭერით გამოიცემა.

ჟურნალში გამოქვეყნებული თითოეული მასალა აკა­დე­მი­ურ ცოდ­ნას, უახ­ლეს კვლე­ვებს, ახალ აღ­მო­ჩე­ნებს ეყრდნო­ბა. ყოველ ნომერს ახლავს უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა, რომელზედაც საგანგებოდ მუშაობენ ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან. სამეცნიერო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი პო­პუ­ლა­რულ ენა­ზეა მო­თხრო­ბი­ლი, რომ სხვადასხვა პროფესიის და ასაკის მკითხველისთვის იყოს საინტერესო.

როგორც სილქნეტში აღნიშნავენ, ჟურნალის საქართველოში გამოცემამ ბევრ ფაქტორზე მოახდინა გავლენა. ავტორებისთვის, სამეცნიერო წრეებისთვის, ფოტოგრაფებისთვის ესაა შესაძლებლობა, იმუშაონ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და პროექტებზე. გარდა ამისა, უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს საკუთარი გამოცემა და არის იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც National Geographic-ი ჰქვია, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რედაქციაში შექმნილი მასალები, ფოტოები ხშირად სხვადასხვა ქვეყნის National Geographic - ის გამოცემებში გამოქვეყნებულა.

სილქნეტი რედაქციასთან ერთად დაინტერესებული საზოგადოებისთვის მართავს შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, მეცნიერებთან, ფოტოგრაფებთან. ჟურნალში გამოქვეყნებულ ქართულ მასალებზე დაყრდნობით კი, იქმნება პოდკასტების სერია, რომელსაც ავტორები და ცნობილი მსახიობები კითხულობენ. ამ ლექციების და პოდკასტების ჩანაწერები უფასოდ ხელმისაწვდომია სილქნეტის პლატფორმებზე - ტელევიზიით SilkTV ეთერში და აპლიკაციით SilkGo. ჩანაწერები ინტეგრირებული ვიდეოთეკაში და მისი ნახვა, მოსმენა, ნებისმიერ დროს შეუძლია მსურველს - უფასოდ.

ჟურ­ნა­ლი გა­მო­დის თვე­ში ერთხელ. მა­სა­ლებს მკი­თხვე­ლი ადევ­ნებს თვალს სა­იტ­ზეც nationalgeographic.ge.

ჟურნალის გამოწერასთან დაკავშირებით, სპეციალური შეთავაზებები აქვს რედაქციას სტუდენტებისთვის, ასევე სილქნეტის ქსელში ჩართულ მომხმარებლებს ჟურნალი შეუძლია გამოიწერონ ფასდაკლებით.

სილქნეტი აგრძელებს ჟურნალ National Geographic საქართველოს უწყვეტ მხარდაჭერას, რადგან კომპანიაში სჯერათ, რომ მეცნიერების, კვლევის და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია.

(R)