უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები შემცირდა

უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები შემცირდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარში უბილეთო მგზავრებზე 165,416 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2023 წლის იანვარში - 257,536 ლარის.

თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 30,835 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 26,212 მლნ ლარი.

ნინი ქეთელაური