Space საქართველოს ბაზრიდან გადის, - ამის შესახებ Space-ი ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Space საერთაშორისო ბაზარზე გადაინაცვლებს.
„სფეისის მისია საქართველოში შესრულებულია. თითქმის 6 წელი გავიდა საქართველოში პირველი ნეობანკის გამოჩენიდან. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც უარი ვთქვით ტრადიციულ საბანკო მიდგომებზე, ფილიალებზე და რიგებზე. მაქსიმალურად ვეცადეთ თქვენი ცხოვრება გაგვემარტივებინა ინოვაციური პროდუქტებითა და მიდგომებით. თვალი ადევნე სფეისის გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე - Space International“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მომხმარებლები „სფეისის“ სერვისებითა და აპლიკაციით აპრილიდან ვეღარ ისარგებლებენ.
„სფეისი საქართველოს ბაზრიდან საერთაშორისო ბაზარზე ინაცვლებს. აპრილიდან სფეისის სერვისებსა და აპლიკაციას ვეღარ გამოიყენებ. ყველა იმ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობას, რომელსაც აქამდე იყენებდი, ავტომატურად გააგრძელებს თიბისიში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ციფრული ბანკის განცხადებით, Space-ში არსებული სასესხო ვალდებულებები ავტომატურად TBC-ში გადავა.
„თუ სფეისში სასესხო ვალდებულება გქონდა, ის ავტომატურად გადავა თიბისიში. თუ სფეისი ყულაბებით სარგებლობდით, მისი გამოყენება უკვე შეგეძლება თიბისიში, შემნახველი ანაბრის სახით. თუ სფეისში განვადებით სარგებლობდი, ვალდებულებები თიბისიში გადავა. თუ საბარათე ანგარიშებით ახორციელებდი ოპერაციებს, იცვლება ტარიფები. სფეის ბარათით განაღდების/გადახდის ტარიფები რჩება უცვლელი, უმჯობესდება ციფრული საფულით თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო. შენი სფეის ბარათები/საბარათე ანგარიშები ავტომატურად გადავა თიბისიში და ვადის გასვლის ბოლომდე ჩვეულებრივად შეგიძლია გააგრძელო მისი მართვა თიბისის ციფრული არხების მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Space პირველი სრულად ციფრული ბანკია საქართველოში.