დანიელები ორგანოთა დონორები ავტომატურად გახდებიან

დანიის მთავრობის ინიციატივით, ყველა ზრდასრული პირი ორგანოების დონორად უნდა დარეგისტრირდეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამ გზით ხელისუფლებას ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფ პირთა შორის სიკვდილიანობის შემცირება სურს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა დანიელი გარდაცვალებისთანავე ორგანოების დონორად ავტომატურად დარეგისტრირდება. თუმცა ადამიანს დონორთა რეესტრში ყოფნაზე შეუძლია, უარი თქვას.

ამჟამად დანიელები დონორობის სურვილს დოკუმენტებით ადასტურებენ და ისინი რეგისტრირებულ დონორებად ავტომატურად არ ხდებიან.

ოფიციალური მონაცემებით, ორგანოთა გადანერგვის მოლოდინში ამჟამად 400-ზე მეტი დანიელია. გასულ წელს გარდაცვალების შემდეგ ორგანოები დანიის 113-მა მოქალაქემ გაიღო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, როგორიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია და გერმანია, ასევე, რუსეთში ე.წ. თანხმობის პრეზუმფცია მოქმედებს. კერძოდ, თუ პირი თავისი სურვილის უქონლობის შესახებ წინასწარ არ განაცხადებს, ის გარდაცვალების შემთხვევაში ორგანოთა დონორი ავტომატურად ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ