იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში იქმნებოდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ივანიშვილმა ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ გადააქცია - ირაკლი ნადირაძე

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში იქმნებოდეს ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ვითვისებდეთ ევროპის, ამერიკის, დასავლეთის ბაზრებს, ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადააქცია რუსეთის უკანა ეზოდ და ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ზრდის საფრთხეს, რომ საქართველოც მოექცეს სანქციების ქვეშ, რაც მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს გამოიწვევს.

„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში რეალურად იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ვითვისებდეთ ევროპის, ამერიკის, დასავლეთის ბაზრებს, ივანიშვილის რეჟიმმა ეს ქვეყანა გადააქცია რუსეთის უკანა ეზოდ და ეხმარება, რომ თავი აარიდოს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ, რაც ზრდის საფრთხეს, რომ ჩვენი ქვეყანაც მოექცეს სანქციების ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ექმნებათ უდიდესი საფრთხე, რომ კიდევ უფრო მეტი გაჭირვება, კიდევ უფრო მეტი სიღარიბე იყოს და ამ წნეხმა გადაიაროს ჩვენი მოსახლეობის პირად კეთილდღეობაზე“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.