ყაზახეთმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთბრუნვის დრო შეამცირეს

ყაზახეთის პარლამენტმა თურქეთთან სამთავრობო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ტვირთის კომბინირებული ტრანსპორტირების შესახებ, რომელიც, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით ტვირთბრუნვის გაზრდასა და დროის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, შეთანხმება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, კერძოდ, კასპიის ზღვის პორტებისა და „დასავლეთ ევროპა-დასავლეთ ჩინეთის“ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდას ეხება.

დოკუმენტს 2022 წლის 10 მაისს, ანკარაში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების რატიფიცირება ტვირთის გატარების დროს 5 დღემდე შეამცირებს, მაშინ, როცა 2022 წელს ამ მარშრუტის გავლას 13-15 დღე სჭირდებოდა.

სარკინიგზო და საზღვაო გზაზე კომბინირებული გადაზიდვით ორი სატრასპორტო ზედნადების ნაცვლად ერთი ციფრული დოკუმენტი დაინერგება, რომელიც ავტომატიზებური ციფრული პლატფორმის საშუალებით გაფორმდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ