რას ნიშნავს დრაკონის წელი ბიზნესებისთვის - Maybank-ის და CNBC-ის პროგნოზი

2024 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, „ხის დრაკონის“ წელია და CNBC-ის ინფორმაციით, ეს წელი მრავალი საზომით ძალიან „უნიკალური იქნება“.

პირველ რიგში, 2024 წელს იწყება ახალი 20-წლიანი „ფენგშუის“ ციკლი, რომელშიც ცეცხლის ელემენტი დომინანტური იქნება და ამ პერიოდში წინა პლანზე გადმოინაცვლებს ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებული ინდუსტრიები, მათ შორის, ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა და მედიცინა.

CNBC-ის პროგნოზით, დრაკონის წლის პირველ ნახევარში, გლობალური ეკონომიკა მეტად ზომიერი იქნება. განსაკუთრებული წარმატება ელით ტექნოლოგიურ, სამედიცინო და სამოგზაურო ინდუსტრიებსა და სექტორებში არსებულ ბიზნესებს.

Maybank-ი კი აღნიშნავს, რომ წელს სადაზღვეო სექტორი ყველაზე წარმატებული იქნება ბიზნესებს შორის. მათი აზრით, 2024 წელს საპროცენტო განაკვეთები შემსუბუქდება, ხოლო ინფლაცია კარგი ფისკალური მენეჯმენტის დაპირებით შემცირდება. სამშენებლო ინდუსტრიები კიდევ უფრო გაფართოვდება და უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.

Maybank-ის მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კომპანიები და კორპორაციები სრულყოფილად შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ათვისებას და მათ კომპანიის საქმეებში ინტეგრაციას, რაც თავისთავად მრავალ ადამიანს სამსახურსა და სამუშაო ადგილს დააკარგვინებს.

საინტერესო დამთხვევაა, რომ აღნიშნულ მოხსენებაში საუბარია იმ ლოჯისტიკურ პრობლემებზე, რომლებიც 2024 წლის პირველ ნახევარში იჩენდა თავს. საბოლოოდ კი მსგავსი კრიზისი მართლაც წარმოიშვა წითელი ზღვის მაგალითზე. ეს ჩინური ჰოროსკოპით იმით აიხსნება, რომ წყალთან დაკავშირებული ბიზნესები 20-წლიან ცეცხლოვან პირობებში შედარებით პრობლემურად წარიმართებიან. ამის მიუხედავად, Maybank მეთევზეობისა და აკვაკულტურის მეურნეობაში მრავალ წარმატებასა და წინსვლას ელის.

ბაჩანა ტყემალაძე