პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი, რომელიც შენობის რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას სთხოვს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს დღეს შეხვდება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვს გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ. როგორც მედიკოსები განმარტავენ, სამთავრობო ბრძანება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია.