2023 წელს გუდაურში გაყიდული უძრავი ქონების ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო

2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27.0%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.

ამჟამად გუდაურში 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.

„2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა.

ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო“ - აღნიშნულია კვლევაში. დოკუმენტის თანახმად, 1 კვადრატული მეტრის ფასი 1200-1500 დოლარია.

2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა.

გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.0%-იანი კლებაა.

ეკა დარჩიაშვილი