ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სმარტფონებში - რა ფუნქციები ექნებათ ახალ AI ტელეფონებს

ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები - ეს ის სიტყვებია, რომლებიც 2024 წელს თანამედროვე ტექნიკის სამყაროში ყველაზე ხშირად მოისმენთ, ვინაიდან სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე.

OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მთავარ რევოლუციონერად გვევლინება, ვინაიდან მას უკვე შეუძლია ყველა ტიპის აუდიო, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა და გენერირება.

Mobile World Congress-ზე, რომელიც 26 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები სწორედ ხელოვნური ინტელექტის სმარტფონებში დანერგვაზე ისაუბრებენ.

და მაინც, რა არის AI ტელეფონი?

პირველ რიგში, ამ შეკითხვაზე პასუხი ყველა კომპანიას სხვადასხვანაირი იქნება. CNBC-სთან საუბარში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ სმარტფონებს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე ჩიპები დასჭირდებათ, რომელთა წარმოებაც უკვე დაიწყეს Qualcomm-მა და MideaTek-მა. ჩამოთვლილი კომპანიები გამოუშვებენ სმარტფონის ჩიპსეტებს, რომლებიც სრულად დაკმაყოფილებენ AI აპლიკაციებისთვის საჭირო სიმძლავრის მოხოვნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეფონების შიგნით AI ტექნოლოგიის ჩაშენება სიახლე ნამდვილად არ არის, ვინაიდან სხვადასხვა კომპანიები, როგორიცაა Samsung და Apple უკვე წლებია რაც შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ თავიანთი ანდროიდ და IOS სისტემების გასამართად.

სმარტფონების მწარმოებლები ამბობენ, რომ AI აუმჯობესებს სისტემის უსაფრთხოებას, სრულად აჩქარებს მის მუშაობას და ახალ აპლიკაციებზე წვდომის მოპოვების სშუალებას იძლევა.

CCS Insight-ის მთავარი ანალიტიკოსი, ბენ ვუდი CNBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სმარტფონები ბევრად უფრო ჭკვიანები გახდებიან, მოწყობილობა ინტუიციური იქნება და შეძლებს იმის განსაზღვრას, თუ რისი გაკეთება ენდომება მომხმარებელს შემდგომში.

ბაჩანა ტყემალაძე