დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან ერთად, რეცესიას განიცდის

დიდი ბრიტანეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად რეცესიას განიცდის. ქვეყნის გასული წლის ბოლო კვარტალში მშპ 0.3%-ით დაეცა, რაც მესამე კვარტლის მონაცემებთნ შედარებით, 0.1%-ით ნაკლები იყო.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები უფრო დიდ ვარდნას ელოდნენ. რეცესიას თან უძღვოდა ისიც, რომ გირვანქა სტერლინგი დოლართან და ევროსთან მიმართებაში შესუსტდა, ინვესტორების აზრით კი, 2024 წელს, ინგლისის ბანკი შეამცირეს საპროცენტო განაკვეთებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი მეორე ქვეყანაა G7-ის ქვეყნებიდან იაპონიის შემდეგ, რომელიც რეცესიაში ჩავარდა.

დიდი ბრიტანეთის მთავარი ეკონომისტის მოადგილე, რუთ გრეგორი ამბობს, რომ მშპ-ის მაჩვენებლებს ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ეს რეცესია ტექნიკურია.

დიდი ბრიტანეთის გარდა, რეცესიას შემდეგი ქვეყნები განიცდიან: გერმანია, დანია, ფინეთი, იაპონია, ესტონეთი, ირლანდია, პერუ, მოლდოვა და ლუქსემბურგი.

ბაჩანა ტყემალაძე