იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

იაპონია რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა.

ფუმიო კიშიდას მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერა მიმდინარე წელს მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.