რას ყიდის მთავრობა წელს ყველაზე ძვირად

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მთავრობამ მიმდინარე წელს გასაყიდად 114 ქონება გამოიტანა. ამის გარდა, იანვარში 4 ქონება უკვე გაიყიდა.

აუქციონზე ყველაზე ძვირად მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 61175.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა იყიდება. ქონების საწყისი ფასი 8 215 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში, 5 930 000 ლარად იყიდება ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N47-ში; ასევე, N49ა-ს და N43გ-ს მიმდებარედ არსებული 158134.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ხოლო, 5 317 000 ლარად, რუსთავში, XIX მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 52859.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება.

გთავაზობთ, დანარჩენი ყველაზე ძვირად ღირებული ქონების ჩამონათვალს, საწყისი ფასის მიხედვით:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 28050.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საწყისი ფასი 4 040 000 ლარი;
  • ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N47-ში, ასევე, N49ა-ს და N43გ-ს მიმდებარედ არსებული 85218.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 3 196 000 ლარი;
  • ქუთაისში, სულხან-საბას გამზირი N12-ის და N10-ის მიმდებარედ არსებული 49948.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 2 772 000 ლარი;
  • ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 55639.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა- ნაგებობა - 2 350 000 ლარი
  • მცხეთაში, ლისში მდებარე 11041.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2 100 000 ლარი
  • ქუთაისში, შევჩენკოს ქუჩა N18-ის მიმდებარედ არსებული 35926.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 2 080 000 ლარი
  • ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი) და 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) – 2 079 000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.

ნინი ქეთელაური