ბათუმის მერია საკონტეინერო გადასახადს აწესებს

ბათუმის მერია საკონტეინერო გადასახადს აწესებს. ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კონტეინერისთვის ფასი 30 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. აქამდე, საკონტეინერო მოსაკრებელი შემოღებული იყო მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა ერთი კონტეინერისათვის 30 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

აღსანიშნავია, რომ კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

მერი ტაბატაძე