მერიამ ფიზიკურ პირს 20 954 ლარით მეტი გადაუხადა - აუდიტი

შპს „ხელვაჩაური წყალმა“ 2021 წელს ფიზიკურ პირთან გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 3 ხელშეკრულება გააფორმა.

სახელმწიფო აუდიტისა სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვის საერთო ღირებულებით 14 808 ლარი იყო, თუმცა „ხელვაჩაური წყალმა“ მიმწოდებელს 35,762 ლარი გადაუხადა.

„მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს შესრულების ალბათობა დაბალია და მინიმუმ ხელშეკრულების ღირებულებაზე 20 954 ლარით მეტია გადახდილი“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

მერი ტაბატაძე