საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთი უვიზო რეჟიმს აწესებს. მანამდე, გასული წლის სექტემბერში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველომ მოუხნა სავიზო მიმოსვლა. როგორც სახელმწიფოების მეთაურები აცხადებენ, ეს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს შეუწყობს ხელს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, „ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი. უვიზო მიმოსვლა ამ პროცესს უფრო გაამარტივებს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველო- ჩინეთს შორის 2023 წელს სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. კერძოდ, ქვეყნებს შორის 1,639 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წელს 1,863 მლრდ აშშ დოლარის.
რაც შეეხება თვიურ ჭრილს, 2024 წლის იანვარში ბრუნვამ 96,387 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 97,289 მლნ აშშ დოლარი.
ამასთან, წელს, იანვარში საქართველოდან ჩინეთში 19,982 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, საიდანაც 17,865 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივ პროდუქციაზე მოდიოდა. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარში, ჩინეთიდან 76,405 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩინეთში, 2024 წლის იანვარში.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში ჩინეთმა საქართველოში 19,322 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.