5 ქონება, რომელსაც წელს მთავრობა ყველაზე იაფად ყიდის (+ფოტო)

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წელს გასაყიდად 114 ქონებაა გამოტანილი. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე ძვირ საწყისი ფასად სოფელ ლისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა იყიდება. ქონების საწყისი ფასი 8 215 000 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა, რას ყიდის მთავრობა ყველაზე იაფად.

pirveli1-1709030225.png

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე იაფად, ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში მდებარე 2612.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ფასი 18 000 ლარია.

meore2-1709030354.png

სიიაფის მიხედვით, მეორეა ახალქალაქის რაიონში, სოფელ ვაჩიანში არსებული 15905.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1, N2(დანგრეული), N3, N4, N5, N6, N7, N8 შენობა-ნაგებობები. დოკუმენტის მიხედვით, ქონება 29 000 ლარად იყიდება.

mesame3-1709030377.png

30 000 ლარად იყიდება სენაკში, სტალინის ქუჩაზე მდებარე 3880.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

meotxe4-1709030399.png

ხოლო, 31 500 ლარად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგაშენში არსებული 25056.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (დანგრეული).

mexute5-1709030420.png

სიიაფის მიხედვით, ხუთეულში ბოლო ადგილზეა ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მდებარე 1321.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულება 36 500 ლარია.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.

იხილეთ ასევე: რას ყიდის მთავრობა წელს ყველაზე ძვირად

ნინი ქეთელაური