მიიღებს თუ არა სახელმწიფო "ხუდონჰესის" პროექტში მონაწილეობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

"ხუდონჰესის" პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჩაერთვება თუ არა სახელმწიფო "ხუდონჰესის" პროექტში.

"გადაწყვეტილება არის მიღებული ზოგადად ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორ, რა მიმართულებით განვახორციელებთ. უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება ყველაფერი თქვენთვის და საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა მოგების გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მოგების გადასახადისგან გათავისუფლების საკითხს უახლოეს მომავალში წარმოადგენს. "ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ალბათ საკითხი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოგების გადასახადის გაუქმების საკითხის დაჩქარებას სთხოვენ.