„ნიკორას“ ხორცპროდუქტებისა და თევზეულის საწარმოებმა „დარგის ლიდერის“ ტიტულები მიიღეს

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ჩატარებული კვლევის თანახმად, სს „ნიკორას“ ხორცპროდუქტებისა და თევზეულის საწარმოებმა „დარგის ლიდერის“ ტიტულები მიიღეს.

„ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოებამ საქართველოს ტოპ-15 საწარმოს შორის პირველი ადგილი დაიკავა. „ოკეანეს“ თევზეულის საწარმო კი თბილისის მასშტაბით ყველაზე მსხვილ წარმოებად დასახელდა.

შედეგების დათვლა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების მიხედვით მოხდა. შეფასებისას გათვალისწინებული გახლდათ საწარმოების ბრუნვის, მოგება/ზარალის, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობისა და შრომითი ანაზღაურების ფაქტორები.