ბიტკოინი 61 ათასი დოლარი ღირს - რამ გამოიწვია 600 მლნ ციფრული აქტივების ლიკვიდაცია

CoinDesk-ის მონაცემებით, 28 თებერვალს ბიტკოინის ფასმა მოულოდნელად 64 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა მალევე ის 59 ათას დოლარამდე დაეცა. ფასების მკვეთრმა ვარდნამ კი 600 მლნ დოლარის ციფრული აქტივების ლიკვიდაცია გამოიწვია.

Coinbase-ის მომხმარებლების ნაწილმა აღშფოთება გამოხატა, როდესაც მათი გაცვლის ანგარიშებზე ნულოვანი ნაშთი იხილა. შედეგად, კომპანიამ დაადასტურა ინციდენტი და მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

coindesk-1709146897.png

უახლესი მონაცემებით, პოპულარული კრიპტოვალუტა 61,147 დოლარი ღირს. ეს ღირებულება კი მას 2021 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია.

ვაჭრობის გახსნის დღიდან ის თითქმის 4 ათასი დოლარით გაძვირდა და ღირებულების რეკორდი განაახლა. მარტო ამ კვირაში, მისი ფასის მატება დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ბჭობდნენ ექსპერტები, გადალახავდა თუ არა ციფრული ვალუტა 50 000 დოლარიან ნიშნულს.

ცნობისათვის, ბოლო ერთი საათის განმავლობაში 3-5%-ით დაეცა ასევე კრიპტოვალუტების, Solana's SOL-ის, Chainlink's LINK-ისა და Avalanche's AVAX-ის ღირებულებაც.

ეკა დარჩიაშვილი