230 დარღვევა ერთ წელში - სად გამოვლინდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი შემთხვევა

2023 წელს მდინარეებიდან უკანონო ქვიშა-ხრეშის მოპოვების 230 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, საიდანაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 165 იყო, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის ნიშნებს 65 შეიცავდა.

აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიაწოდა. მათივე ცნობით, მდინარიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტებზე ჯამში 109 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა, კანონდამრღვევთა მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 2 057 270 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, გასულ წელს უკანონო ქვიშა-ხრეშის მოპოვების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა თბილისსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში (49), კახეთსა (42) და აჭარაში (41). ყველაზე დიდი რაოდენობით ჯარიმა დაიწერა აჭარაში და 22 400 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლში გამოვლენილი დარღვევების რიცხვი 24 იყო, ხოლო ჯარიმამ 17 500 ლარი შეადგინა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი გასულ წელს ყველაზე მაღალი სწორედ აქ იყო და მისმა ოდენობამ 647 306 ლარი შეადგინა.

რეგიონების მიხედვით გამოვლენილი კანონდარღვევები

1-1709189538.jpg

რაოდენობრივად ასე გამოიყურება:

რეგიონების მიხედვით გამოწერილი ჯარიმის ოდენობა ლარებში იხილეთ დიაგრამაზე:

2-1709189584.jpg

რაც შეეხება გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, ლარებში შემდეგნაირად გამოისახება:

3-1709189609.jpg

მერი ტაბატაძე