იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5,8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.