საქართველოში თევზის იმპორტი თითქმის 50%-ით შემცირდა - საიდან შემოდის პროდუქტი

ახალი და გაცივებული თევზის იმპორტი თითქმის 50%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველომ 54.59 ტონა (506.7 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 81.33 ტონა (785.1 ათასი აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, თევზი წელს სულ 4 ქვეყნიდან შემოვიდა, რომელთა შორის 81%-ით ლიდერია თურქეთი.

უფრო კონკრეტულად, წელს თევზის იმპორტი განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • თურქეთი - 44.19 ტონა (337.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ნორვეგია - 10.06 ტონა (160.8 ათასი ტონა )
  • საფრანგეთი - 200 კგ - 6 960 აშშ დოლარი
  • შრი-ლანკა - 130 კგ - 1 430 აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური