რა თანხას ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივ ტურისტულ ვიზიტებზე

2023 წელს ადგილობრივი ტურისტების ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 368.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტი თვეში). ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, შემდეგ პოზიციებს იკავებს, აჭარა, კახეთი და ქვემო ქართლი.

რაც შეეხება 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობას, 278.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 4.7 %-ით და 173.8 ლარს უტოლდება.

ნინი ქეთელაური