რუსეთმა ლატვიიდან და ესტონეთიდან თევზეულის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა ლატვიიდან და ესტონეთიდან თევზეულის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ვეტერინარული და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, აკრძალვის მიზეზი ესტონური და ლატვიური კომპანიების მიერ რეგულაციების სისტემატიური დარღვევები გახდა. თუმცა, "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები დარღვევებზე დეტალურად არ საუბრობენ.

რუსეთმა ამ დრომდე არაერთი ლატვიური და ესტონური პროდუქციის იმპორტზე დააწესა შეზღუდვები.

ლატვია და ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ.