მისო-ების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა - რაზე ჩივიან წელს მომხმარებლები

2024 წელის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისო-ების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, წელს ერთ თვეში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 86 საჩივარი დაიწერა, 2023 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 66.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში დაფიქსირებული საჩივრებიდან 73 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 ავტოსესხებზე, 3 იპოთეკურ სესხზე, ხოლო 2 სამომხმარებლო სესხებზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2024 წელის ერთ თვეში შესული საჩივრებიდან 51 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 27 განაცხადით, თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია 1 განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში დაფიქსირებული 86 საჩივრიდან - 44 (51%) საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 29 უსაფუძვლოდ, ხოლო 13 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური