ქვეყნები, სადაც წლიური ხელფასი ყველაზე მაღალი და დაბალია

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად მეტს ან ნაკლებს გამოიმუშავებთ სხვა ქვეყანაში დასაქმებულ დაქირავებულ პირთან შედარებით? ალბათ, კი. Lovemoney.com წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც ხელფასი ყველაზე მაღალი ან დაბალია.

მაჩვენებლები დაფუძნებულია Numbeo-ს სტატისტიკაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოვრების ხარჯების მონაცემთა ბაზის შემგროვებელია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი საშუალო წლიური შემოსავალი პაკისტანში დასაქმებულებს აქვს და ეს 2,147 დოლარს შეადგენს.

ეგვიპტის საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე - 2,177 აშშ დოლარია. ბანგლადეშის - 2,950 დოლარი; ინდონეზიის - 3,798 დოლარი; კენიის საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე - 3,965 დოლარია; კოლუმბიის - 4,527 დოლარი და ა.შ.

თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე ყველაზე მაღალია:

  • შვეიცარია - 79,735 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 64,017 დოლარი;
  • სინგაპური - 61,812 დოლარი;
  • აშშ - 56,040 დოლარი;
  • კატარი - 49,146 დოლარი;
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 40,319 დოლარი.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი