ინდოეთი - მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა

ინდოეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე რომ არის, ამაზე უცხოური მედია ხშირად წერს. მარტო 2023 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 8,4%-ით გაიზარდა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ.

CNN-ის ცნობით, ეს მონაცემები კიდევ უფრო აძლიერებს ოპტიმიზმს მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Knight Frank-ის მოხსენების თანახმად, ულტრა მდიდარი ინდოელების რიცხვი, რომელთა ქონება მინიმუმ 30 მილიონი დოლარია, 5 წლის განმავლობაში 50%-ით გაიზრდება.

Jefferies-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის ქვეყანა მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდება.

Bottom of Formმსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი კომპანია, მათ შორის Apple უკვე აფართოვებს თავის საქმიანობას ინდოეთში. გასულ ივნისში ილონ მასკმაც განაცხადა, რომ მისი კომპანია ინდოეთში ინვესტირებას გეგმავს.

მიუხედავად ასეთი პროგნოზებისა, ეკონომისტები სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი არც ასე იდეალურადაა და სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელსაც ინდოეთის მშპ-ში 16%-იანი წვლილი შეაქვს და დასაქმების მთავარი წყაროა, არ არის საკმარისი.

HSBC-ის ეკონომისტების თქმით, წარმოების და მშენებლობის სექტორი ქვეყანაში სუსტია წინა კვარტლებთან შედარებით, თუმცა თავად ამტკიცებენ, რომ ქვეყანა წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება.

დე სილვამ Capital Economics-დან აღნიშნა, რომ მძლავრი ეკონომიკის ზრდის იმპულსი შესაძლოა, ჩაქრეს, რადგან არც ისე მძლავრი ეკონომიკური ზრდა ზეწოლას ახდენს ექსპორტზე, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ინდოეთი მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკაა. პირველ ადგილზე იმყოფება აშშ. მას მოჰყვებიან: ჩინეთი, იაპონია და გერმანია.

ეკა დარჩიაშვილი