„ვცდილობთ კადრები გადავამზადოთ, თუმცა ახალგაზრდა თაობა ფეხს ითრევს“ – „აგარის შაქარი“

„ვცდილობთ, რომ ადგილობრივად და რეგიონში კადრები გადავამზადოთ, თუმცა ახალგაზრდა თაობა ფეხს ითრევს ამ მიმართულებით“,- ამის შესახებ „აგარის შაქრის“ დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისევე როგორც ყველა სექტორში, ქარხანაც კადრების დეფიციტის განიცდის.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ ნათბილაძემ აღნიშნა, საწარმო აპრილის ბოლოდან გაიხსნება.

„გამოწვევები, როგორც ყველგან, ძალიან დიდი დეფიციტია სპეციალისტების. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ადგილობრივად და რეგიონში კადრები გადავამზადოთ, თუმცა ახალგაზრდა თაობა ფეხს ითრევს ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და სპეციალისტებით დავაკომპლექტოთ ჩვენი წარმოება“,- განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ .

ცნობისთვის, „აგარის შაქრის“ მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქარხანა ყოველწლიურად რამდენიმე თვით კონსერვაციის რეჟიმში გადადის.

ნინი ქეთელაური