ჯექსონის რანჩო 100 მილიონ დოლარად იყიდება

ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის ცნობილი რანჩო იყიდება. კალიფორნიის შტატის ქალაქ ნევერლენდში მდებარე აგარაკის ფასი 100 მილიონი დოლარია. ჯექსონმა იგი 1987 წელს 19.5 მილიონად იყიდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზოოპარკი და გასართობი პარკი გახსნა.

პოპის მეფეს რანჩოს ტერიტორიაზე ბავშვებისათვის "ფანტასტიკური სამყაროს" შექმნა სურდა, თუმცა, მოგვიანებით მან გარკვეული გადასახადების გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც იგი სტუმრებისთვის 2006 წელს დაიხურა. ლეგენდარული მომღერლის 1100 ჰექტარის ფართობზე გაშლილ აგარაკს "სოტბი" და Hilton & Hyland-ი ერთობლივად გაყიდიან.

მაიკლ ჯექსონი 50 წლის ასაკში 2009 წელს გარდაიცვალა.