თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი დადის - როგორია რეგიონების მონაცემები

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვგებულობთ, მათგან ყველაზე მეტი - 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:

  • იმერეთი - 213 959 ერთეული
  • ქვემო ქართლი - 165 152 ერთეული
  • კახეთი - 148 851 ერთეული
  • აჭარა - 134 644 ერთეული
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389 ერთეული
  • შიდა ქართლი - 97 813 ერთეული
  • სამცხე-ჯავახეთი - 66 098 ერთეული
  • მცხეთა-მთიანეთი - 44 268 ერთეული
  • გურია - 39 440 ერთეული
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 011 ერთეული

ეკა დარჩიაშვილი