სომხეთი, კენია, ეკვადორი - სად ვყიდულობთ ყვავილებს

2024 წლის იანვარში, საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველომ 497 960 დოლარის ღირებულების მოჭრილი ყვავილები და კოკრები შეიძინა.

მიმდინარე წელს შემოსული მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს, 50%-ზე მეტით აღემატება (2023 წლის იანვარში 322 690 დოლარის მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა).

მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ეკვადორი - 227 340 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 85 820 დოლარი;
  • სომხეთი - 83 670 დოლარი;
  • თურქეთი - 52 810 დოლარი;
  • კენია - 29 100 დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარში, საქართველოდან მოჭრილი ყვავილები და კოკრები არ გასულა.

აქვე გეტყვით, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ 5,126 მლნ დოლარის, 1 718 ტონა ყვავილები და კოკრები შეიძინა.

საიმპორტო ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზე, გასულ წელს ეკვადორი იყო, საიდანაც 1 602 630 დოლარის, 325 ტონა ყვავილი ვიყიდეთ.

2023 წლის მოჭღილი ყვავილებისა და კოკრების ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  • ეკვადორი - 1 602 630 დოლარი, 325.92 ტონა;
  • სომხეთი - 1 362 530 დოლარი, 680.06 ტონა;
  • ნიდერლანდები - 1 256 090 დოლარი, 97.70 ტონა;
  • თურქეთი - 400 580 დოლარი, 487.06 ტონა;
  • კენია - 348 700 დოლარი, 95.58 ტონა.

ბაჩანა ტყემალაძე